მათივე ინფორმაციით, სტეფანწმინდიდან ლარსამდე ტრაილერების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია.
„უკვე რამდენიმე თვეა მსგავსი პრობლემებია, ტრანზიტული მოძრაობა ფერხდება, არის პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადია... ამბობენ, რომ ტურისტების ნაკადმაც შეუწყო ხელი იმ ვითარებას, რაც აქ ხდება, თუმცა ხომ უნდა იყვნენ ყველა სცენარისთვის მზად?“,- განუცადა „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსს თემურ კუპატაძეს ესაუბრა.
როგორც შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა ტრაილეების დროულ გატარებას რუსეთის გამშვები პუნქტი ვერ უზრუნველჰყოფს.
ზოგად ვითარებას რაც შეეხება კუპატაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა საკურორტო სეზონის დასრულებასთანაც არის კავშირში.
„ტურისტული სეზონი დასრულდა, სახეზეა ძალიან დიდი გადინება, ამას დაემთხვა მსუბუქი ავტომობილების მომატება, სასომხეთიდან გადის ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტი შესაბამისად რუსული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენ მიერ შემოწმებული მანქანების დროულად გატარებას. დღის განმავლობაში რუსეთის მხარე ღებულობს 170 -მდე მანქანას, როცა ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ 400 - ზე მეტი ავტომობილი, რუსეთის გამშვები პუნქტისგან განსხვავებით ჩვენთან ავტომობილის, მძღოლის და ტვირთის რეგისტრაცია და დოკუმენტების მიღება ხდება ერთი ფანჯრაში, ყველა ეს პროცედურა ერთი წუთის განმავლობაში სრულდება, რუსეთის მხარე კი ძალიან დიდ დროს ანდომებს ამ პროცედურებს“,- აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა „ნოიპოსტთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ლარსის გარდა რიგებია საზღვრის დამაკავშირებელ ნეიტრალურ ზონაშიც.
„რუსეთმა რიგების პრობლემის შესახებ თავადაც კარგად იცის. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უჭირთ იმ ტრაილერების მძღოლებს, რომლებიც რუსეთიდან მოემართებიან“,- დასძინა კუპატაძემ.
გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შეფასება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლს, ზურაბ აბაშიძეს ვთხოვეთ.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ საკითხს კარასინთან შეხვედრისას დასვამს.
"რეალობა ის არის რომ ქართული მხარე გაცილებით უფრო სწარაფად ახდენს საბუთების გაფორმებას, ვიდრე ამას რუსული მხარე აკეთბს. რუსეთს თავისი პროცედურა და ტემპი აქვს. არ არის გამორიცხული რომ კარასინთან შეხვედრისას ეს საკითხი ხელახლა დავსვა. ზოგადად ზაფხულის პერიოდში რთულდება ხოლმე გადაადგილება, წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო ტურისტების შემოსვლა ალბათ ესეცაა მიზეზი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემი ინფორმაციით, ჩვენ არ ვართ მიზეზი ამ შეფერხების",- აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლი გამორიცხავს ვერსიას, რომ შეიძლება აღნიშნული შეფერხება პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






