თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყით გამოვიდა
პოლიტიკა - 15:31, 11 Sep, 2015     1831
მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კრინიცას 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ლექვინაძე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - ,,ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში : ოცნება თუ რეალობა?!".

სიტყვით გამოსვლისას მერის მოადგილემ საქართველოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში ინტეგრირების საკითხებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონში ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობასა და საქართველოს როლზე აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებაში. ამავე პანელის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოსა და თბილისის ტურისტულ პოტენციალზე მოხსენება წარადგინა. ფორუმს, საკრებულოს წევრებთან ერთად, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძეც ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მერის მოადგილე და თბილისის საკრებულოს წევრები საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტსა და ორგანიზატორებსაც შეხვდნენ. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ შემდგომ ეკონომიკურ ფორუმზე თბილისი უფრო მასშტაბურად, ადგილობრივი პროდუქციითა და კულტურით იქნება წარმოდგენილი. ლექვინაძე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მერიის ხელმძღვანელებსაც შეხვდა.

კრინიცას 25-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში ყოველწლიურად იმართება. წელს, რიგით 25-ე, კონფერენციას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42