დღეს, ზუგდიდში „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ კოორდინატორმა ბრიფინგი გამართა. ლევან თორია აცხადებს, რომ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ბიზნესმენ რუზგენ ჩუხუას თვითმკვლელობის ვერსია სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.
თორია ამბობს, რომ ჩუხუა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ მანქანაში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი უკანა სავარძელზე გადაასვენეს.
„თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ კოორდინატორი მომხდარში ბიზნეს-ინტერესებს ხედავს და აცხადებს, რომ გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან.
თორიას განცხადებით, გუბერნატორმა შონიამ დავით შენგელიასთან ერთად ჩუხუასგან არაოფიციალურად შეიძინა სათამაშო კლუბი „რიო“, რომელიც იმ შენობის პირველ სართულზეა, რომელი შენობაც ჩუხუას დღემდე ეკუთვნის.
„თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ ინფორმაციით, თანამდებობის პირმა და მასთან დაახლოებულმა შენგელიამ ჩუხუას თანხა არ გადაუხადეს, მისი თქმით, დაახლოებით 2 000 ლარზეა საუბარი, რომლის გადახდასაც ბიზნესმენი ამ ორი პიროვნებისგან მოითხოვდა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ გუბერნატორს გამოზნული ჰქონდა ხელში ჩაეგდო ჩუხუას კუთვნილი შენობა ზუგდიდუის ცენტრში. ამიტომ შენობის დასაუფლებლად გარკვეულ ძალებს კი მისი ლიკვიდაცია სურდათ. ბიზნესმენს ექმურებოდნენ, თორის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, შენობაში ნარკო ბრიგაც შეაგზავნეს, საიდანაც ის ნარკოტიკების რეალიზებას ეწეოდა, რომ ეს ფაქტი როგორმე რუზგენ ჩუხუასთვის დაეკავშირებინათ.
ლევან თორიამ დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეო-მასალა, რომელშიც მისივე თქმით, ასახულია რუზგენ ჩუხუას გარდაცვალების ფაქტი.
თორია ამბობს, რომ ვიდეო ამოღებულია ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე სუპერ მარკეტზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილებიდან და მან ეს კადრები ოჯახთან შეთანხმებით გაასაჯაროვა.
ლევან თორის განმარტებით, კადრებში ჩანს, როგორც მოსდევს ბიზნესმენის მანქანას ავტომობილი, მანქანიდან გადმოსული პიროვნება პირდაპირ მიემართება ჩუხუას ავტომობილისკენ, ჯდება მანქანაში და დაახლოებით 45 წამის განმავლობაში იმყოფება ბიზნესმენის კუთვნილს ავტომანქანაში. კადრებში ჩანს რომ პირები აშკარად კამათობენ. ამის შემდეგ ჩუხუას მანქანაში ორი პირი ჯდება, რის შემდეგაც ხდება იმ საჭის მხარის დაფარვა, რომელ მხარესაც სავარაუდოდ რუზგენ ჩუხუა იჯდა. სავარაუდოდ იქვე მოხდა გასროლა ბიზნესმენის მისამართით, შემდეგ კი მოკლული ჩუხია უკანა სავარძელზე გადაასვენეს.
თორია საგამოძიებო უწყებებსს საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით საჭიროა საგამოძიებო ჯგუფის შექმნა.
„თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ კოორდინატორი ბიზნესმენის გარდაცვალების საქმით დაინტერესებას ქვეყნის წამყვან არასამთავრობოებსაც სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






