ენმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ანგარიშის წარდგენასა და განხილვას ითხოვს
პოლიტიკა - 12:41, 11 Sep, 2015     1287
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილი დარღვეულია, რაც საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში, ანგარიში წარედგინა.

„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა უნარი, საკუთარი გაწეული საქმის ანგარიში პარლამენტში წარედგინა. ჩვენ კი ძალიან კარგად ვხედავთ მთავრობის მუშაობის შედეგს სავალუტო ჯიხურებში, სასურსათო დაფებზე, მაგრამ მაინც, რეგლამენტის მიხედვით, მთავრობა ვალდებულია თავი მოუყაროს ანგარიშს და პარლამენტში წარმოადგინოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ რეგლამენტის ეს დარღვეული ნორმა გამოასწოროს.

იგივე რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მთავრობა უნდა მოვიდეს და წარმოადგინოს ანგარიში პლენარულ სხდომაზე, თუ ამას პარლამენტი მოითხოვს. ამის გათვალისწინებით მინდა ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით კი უმრავლესობასა და დავით უსუფაშვილს მოვუწოდო, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ამ მდგომარეობაში, როდესაც ეკონომიკაში კრიზისია, სახეზეა ყველა მიმართულების გართულება, მთავრობისგან მოითხოვოს ანგარიშის არამხოლოდ ფორმალურად გამოგზავნა, არამედ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა და პლენარულ ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანა. ამის შემდეგ კი, ჩვენი მოთხოვნა იქნება ამ ანგარიშის განხილვა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42