დისკრედიტაციული ქმედება "ნაციონალების" მხრიდან - გიორგი არეშიძე ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 11:58, 11 Sep, 2015     3515
ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე არეშიძემ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციებს „ნაციონალური მოძრაობა“ მას მიზანიმიმართულად უვრცელებს.

არეშიძის თქმით, მზად არის გამოძიებას და ყველა დაინტერესებულ პირს ბანაკის ორგანიზებისთვის დახარჯული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდო.

„თბილისის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე ვარ პასუხისმგებელი. საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შემიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდო. ამასთან , ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის ორგანიზებისას, სამართლებრივ ნაწილში, კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც კი საქმე არ გვქონია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ბანაკმა ჩაიარა იდეალურად და სწორედ, ეს გახდა ნაციონალური მოძრაობის გაღიზიანების მიზეზი - ისინი გამუდმებით ცდილობენ, დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდნენ“ - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, გაჟღერებული ვერსია, თითქოს, მან ხელშეკრულება მეგობარს გაუფორმა, სიცრუეა და არეშიძე გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ბუნებრივია, მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ახლო ადამიანი, მეგობარი და საქმიანი კავშირები არასოდეს ყოფილა ამ ურთიერთობების ხელისშემშლელი ფაქტორი. თუნდაც, ბანაკში მე გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა, ზოგიერთ მათგანთან დავმეგობრდი კიდეც - ბუნებრივია, სამომავლოდ ეს ვერ გახდება მათთან საქმიანი კავშირების გამორიცხვის მიზეზი “ - განაცხადა არეშიძემ.

გიორგი არეშიძეს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფრეშ ნიუსმა“ სიუჟეტი მოამზადა. არეშიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა. მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტები არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" შეისწავლა.

გიორგი არეშიძე ვიცე-პრემიერის კახი კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ძმაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42