აჭარა დალიანის მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს
პოლიტიკა - 11:44, 11 Sep, 2015     723
დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება. ისტორიული ფაზა, ორ რეგიონს შორის დამეგობრება, რაც გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, კულტურა, სპორტი, ასევე ტურიზმი. აუცილებლად იქნება წინ წამოწეული სავაჭრო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა. ეს მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ.

ოქტომბერში დაგეგმილია დალიანის ხელმძღვანელების რამდენიმე ვიზიტი აჭარაში. დალიანსა და აჭარის რეგიონში შეიქმნება კომისიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მოხდება ახალი პროექტების წამოწევა, რაც ნაყოფიერ და შედეგიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერმინისტრის დასწრება არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიური თანამშრომლობის დასაწყისის. დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42