ღარიბაშვილს პეკინის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა.
მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისთვის მინიჭებული წოდებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა.
ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პესპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნეების წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით იწყებოდა და მთავრებოდა საქართველოში.
"წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთშა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და ჩვენი ქვეყნების დაახლოება. იმედია, რომ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ადამიანები, იდეები, ცოდნა და კულტურა კვლავაც გაამდიდრებენ ჩვენს ურთიერთობებს,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვაჭრობა გულისხმობს ნდობას, ხელმისაწვდომობას და ჰორიზონტის გაფართოებას. მისი თქმით,
საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უტარიფო ექსპორტს საქართველოდან ევროპაში.
"რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის...როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით.ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, 2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება. კვლევის წინასწარმა შეფასებამ დაადგინა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ქართული ექსპორტი ჩინეთში 9 პროცენტით, ხოლო ჩინური ექსპორტი საქართველოში 1.7 პროცენტით.
"გარდა ამისა, ჩვენი ამბიციები ეხება ჩვენი მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სტრატეგიული სექტორის განვითარებას. ვაჭრობა იძლევა მსოფლიოს საოცრებათა ნახვის საშუალებას და ეს ძირითადი ინსტინქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორისთვის. ლაპარაკია ტურიზმზე. ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებთ მდიდარი და საინტერესო ისტორია, რომლის ფესვებიც ატასობით წლის წინ უნდა ვეძებოთ. მომთხოვნ ჩინელ ტურისტებს ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას კონკურენტულ ფასებში. ევროპისა და აზიის, მთებისა და ზღვის გასაყარზე ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი დონის სათხილამურო კურორტებსა და პლაჟებს, არექეოლოგიური ღირსშესანიშნაობების ფართო ასორტიმენტს, შეუდარებელ ბუნებას და მსოფლიოში პირველად დაყენებული ღვინის გემოს. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრი ჩინელი უკვე გაეცნო საქართველოს - ჩვენი ღვინის ექსპორტი ხომ 41 და 31 პროცენტით გაიზარდა 2014 და 2015 წლებში. ამასობაში კი ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. საქართველომ მოიპოვა „დამტკიცებული ადგილის სტატუსი“, ხოლო ჩინეთის სამხრეთის ავიაკომპანია ყოველკვირეულად ახორციელებს სამ რეისს ურუმჩი-თბილისი. რასაკვირველია, ჩვენთვის მისასალმებელია, თუ თქვენ ამ რეისით ისარგებლებთ,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. პრემიერი მიიჩნევს, საქართველო წარმატებით იყენებს თავის სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გახდეს „ერთი სარტყელი - ერთის გზის“ ინიციატივისა და მისი ხედვის ნაწილი, როგორც ის გაცხადებულია ჩინეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში.
"ჩინეთის მთავრობამ უკვე მიანიჭა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები დასახული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა აბრეშუმის გზის ფონდი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი. საქართველო იყო 45-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ბანკი უდიდეს სარგებელს მოუტანს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად (მაგალითად, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი). აბრეშუმის გზა, რომელიც წვდება მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, იქცევა ენერგეტიკულ ავტობანად, კულტურულ გზაჯვარედინად, რომელიც ყველას მშვიდობის გზაზე დაგვაყენებს, რადგანაც ვაჭრობა ასევე გულისხმობს მშვიდობას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი, რომელიც პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა