ბაჩო ახალაიამ ციხეში შიმშილობა დაიწყო
პოლიტიკა - 19:57, 10 Sep, 2015     3592
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა დაუდასტურა.

მან რედაქციას ბაჩანა ახალაიას განცხადებაც გააცნო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სასამართლოს უსინდისო და ამორალური ქცევა უკვე აჭარბებს ყოველგვარ ზღვარს. დღეს ერთი საათით ადრე გავიგე, რომ ჩემი სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ველოდები კვლავ გადაიდო გაურკვეველი ვადით, ისეთივე ხრიკებით, როგორც ეს პროკურატურას და სასამართლოს ჩვევია. ეს შეიძლება არ ჩათვლილიყო საგანგაშოდ, რომ არა ის ძლიერი ზეწოლები მოწმეებზე, რასაც ახლა უკვე თან ახლავს ზეწოლის სრულიად ამორალური და ბინძური ფორმები.
მე პირადად არ ვთვლი, რომ შიმშილობა ეს პროტესტის ან აზრის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ამჯერად მას სამწუხაროდ ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ უსინდისობის, ამორალურობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ვერაფრით დათრგუნავენ. ამავდროულად ჩემი მხრიდან პერსონალური სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული, მიუხედავად იმისა გაუძლებენ ისინი ამ ზეწოლას თუ ვერა.
სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს უწყობს ადამიანების ჩაგვრას. ჩემი მოთხოვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც და საზოგადოებასაც გაგაგვებინოს სასამართლომ სხდომის თარიღი, რაც ცოტაოდენი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომლებმაც არც კი იციან კიდევ რამდენ ხანს უნდა იმყოფებოდნენ ასეთ ტანჯვაში",- აღნიშნულია ახალაიას განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42