დეპუტატის განცხადებით, ხელსიუფლების უნიათობსი გამო, ქართული ღვინის ექსპორტი 46 % არის შემცირებული, ხოლო მთავრობის მიერ გლეხებისთვის შეთავაზებული სუბსიდია, მევენახეების ხარჯებასაც ვერ ფარავს
„საქართველოს მთავრობის წევრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ სუბსიიდის თანხები არ გადაიხედება იყო თავხედობა. მინისტრმა უტიფრად, კახელ გლეხებს დაუწყო ჭკუის სწავლება - რამდენად ძვირფასია ქართველი კაცისთვის ვენახი.
ჩვენ, დღემდე შეგნებულად თავს ვიკავებდით რთველთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისგან, რომ მთავრობას არ მისცემოდა საბაბი საკითხის პოლიტიზირებისა და ყველა ღონე ეხმარა, შეხიდებოდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მევენახეებს.
მითუმეტეს, რომ ეს პრობლემები მთავრობის უგუნურმა და მავნებლურმა პოლიტიკამ განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი პირდებოდა კახეთს ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას ყურძნის მოსავლის მოყვანაში, ყურძნის ჩაბარების დროს და გასაღების უსასრულო და მომგებიან ბაზრად რუსეთს ასახელებდა.
მთავრობის უნიათობის გამო ქართული ღვინის ექსპორტი 46 % არის შემცირებული, ხოლო მთავრობა სუბსიდიის სახით გლეხებს ისეთ თანხას სთავაზობს, რომელიც მევენახეები ხარჯსაც კი ვერ ფარავს.
როგორც ყველა საკითხში, აქაც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და გადააგდო. უკმაყოფილოა გლეხიც, ჩამბარებელი ქარხანაც, ღვინის ექსპორტიორიც.
რუსეთის ბაზარი კი სავსეა რუსეთშივე ჩამოსხმული, ყალბი ღვინით.
საქართველოს მთავრობა აქაც უძლური და უნიათოა მოძებნოს გრძელვადიანი გამოსავალი. ამ გამოსავალს მომავალში მოძებნის მთავრობა, რომელიც მატყუარა ოლიგარქზე არ იქნება დამოკიდებული.
წელს კი - თუ მთავრობა არ მიიღებს სასწრაფო, საგანგებო ზომებს, ჩვენ შევუერთდებით კახეთის ყველა ქალაქში მევენახეების სამართლიან პროტესტს,“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






