გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
პოლიტიკა - 15:57, 10 Sep, 2015     1086
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია - "საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის" გახსნა.

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული საკონსტიტუციო ინსტიტუტების გაძლიერება, მათი როლის განმტკიცება დაგაღრმავება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

„საკონსტიტუციო სასამართლო ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთერთი უმთავრესი გარანტია.

ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი კი არ არის, არამედ ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სესიაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა შნუც რუდოლფ დურმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციაზე, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში, 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტებსა და წევრებს; ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცეპრეზიდენტს. კონფერენცია 12 სექტემბერს დასრულდება.

2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით მოიპოვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42