საქმე ეხება პედაგოგთა თვითშეფასების სავალდებულო კითხვარის დაამტკიცებას.
„სანიკიძემ საქართველოში შემოიტანა „ნოუ ჰაუ“, - შემოიღო ცხელ -ცხელი მარაზმი, თვითსფასების კითხვარი, რომელსაც ასაღებენ პედაგოგებში, როგორც კვალიფიკაციის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლის საჭირო აუცილებლობად. პედაგოგებს ეუბნებიან შეაფასე თავი, არა იმიტომ რომ გაირკვეს სად არის სისუსტეები ან სად არის სიძლიერეები, რომ მერე იქ დაეხმარონ, არამედ ეუბნებიან, რომ თქვენ შეავსეთ თვითშეფასების კითხვარი, იმისთვის რომ ერთი კატეგორიიდან მეორეში გადახვიდეთ. როცა ეუბნები ადამიანს რომ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული ფინანსური ბენეფიტი. უკვე მარაზმთან და სრულ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე. რომელსაც სანიკიძე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას უწოდებს“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.
განათლების ყოფილი მინისტრის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ სამინისტროს პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლათ ტრეინინგები ჩაეტარებინა და ეზრუნა მათ კვალიფიკაციაზე შემოიღო ფორმალური ვალდებულება კითხვარის სახით და ამ მოტივით მასწავლებელთა სახლების მშენებლობა შეწყვიტა.
„ამ ყველაფრის ნაცვლად მოიფიქრეს ეს სისულელე და შეწყვიტეს წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მასწავლებელთა სახლების მშენებლობის პროცესი. ის პედაგოგების სახლი რომელიც თბილისსა და ქუთაისშია არ ფუნქციონირებს და იქ ზის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ სისულელეებს იგონებს“,- განმარტა დიმიტრი შაშკინმა და იქვე დასძინა, რომ განათლების მინისტრს თემის არსი არ ესმის.
„სანამ ამ პროექტს მოამზადებდნენ, რომ მოეყვანათ პირველ კურსელი სოციოლოგი ის მათ აუხსნიდა, რომ თვითშეფასება კეთდება სულ სხვა რაღაცისთვის და მასზე არ შეიძლება ფინანსური ბენეფიტი იყოს მიბმული. მათ ეს საკითხი არ ესმით. ისინი ეწევიან მავნებლურ სამიქნობას, იმიტომ რომ რაც ჩვენ დავტოვეთ ის დაანგრიონ",- დასძინა მან.
შეგახსენებთ, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა ცხრა სექტემბერს დამტკიცდა. სანიკიძის ბრძანებით, დაახლოებით 150 კითხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულოა.
კითხვარის შევსება მასწავლებლებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ და ის პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაურიგდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






