უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს.
მისი თქმით, ლარის კურსზე გავლენას მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ახდენს გავლენას.
”გარე ფაქტორები უსერიოზულესია, მაგალითად რა ხდება თურქეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი ლარზე დამოკიდებულება ქმნის ამდენ პრობლემებს", - ამბობს ებანოიძე.
იგი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ კანონში ცვლილება არ იყო ლარის გამყარებისათვის გადადგმული ნაბიჯი.
”ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ამ კანონში ცვლილება არ იყო ლარის გამყარებისათვის ნაბიჯი ეს იყო ზოგადად ფინანსური სექტორის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ებამოიძემ.
ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.3876 ლარი ღირს ხოლო ევრო 2.6622
მასალის გამოყენების პირობები






