არეულობა და სამოქალაქო ომის საფრთხე - რა გავლენას მოახდენს თურქეთის კრიზისი საქართველოზე?
პოლიტიკა - 17:32, 10 Sep, 2015     7944
თურქეთში აფეთქებების ხმა ბოლო 2 თვეა თითქმის ყოველ დღე ისმის. ხშირად ტერორისტული აქტები დღეში რამდენჯერმე ხდება და მათი მსხვერპლი თურქ სამხედროებთან, სამართალდამცავებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც გახდა. ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება ქალაქ ალანიაშია.

გვიან ღამით, საკურორტო ზონაში რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. სადაც დასაქმებულები ძირითადად ქურთები არიან.

არეულობა ალანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. მომხდარის შემდეგ ნაციონალისტები თავს დაესხნენ ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისს ალანიაში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთის მასშტაბით, ქურთების პარტიის ოფისები, მათი მომხრე მედია საშუალებები და ქურთების კუთვნილი მაღაზიები დარბეულია.

პროქურთული პარტიის ოფისების დარბევის გარდა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში წვავენ მაღაზიებს, საწყობებს და არბევენ რესტორნებს, კაფეებს, ოფისებს, რომელთაც ქურთი მეპატრონეები ყავთ. შეჩერდა ქურთულ პროვინციებში თურქეთის სხვა ქალაქებიდან საჰაერო მიმოსვლაც.

იმის გამო, რომ ქურთული პროვინციიდან მომავალ ავტობუსებზე გახშირდა თავდასხმები, ეთნიკური ქურთებით დასახლებული დიარბაქირიდან, ბათმანიდან, მარდინიდან და სხვა ქალაქებიდან საავტობუსო მიმოსვლაც შეწყდა.

ქურთების პარტიის ლიდერი ქვეყანას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებს.

ფაქტია რომ დაპირისპირება დესტაბილიზაციაში უკვე გადაიზარდა, სახეზეა ეთნიკური დაპირისპირება ახლა ერდოღანის მთავრობა სამოქალაქო ომის თავდან აცილების გზებზე მსჯელობს.

ანტიქურთული მოძრაობა ინტერნეტის მეშვეობით შეიქნა, სამასზე მეტი ნაციონალისტის მიერ შემდგარმა ჯგუფმა ქურთების კუთვნილი 126-ზე მეტი შენობა დაარბიეს.

„სიკვდილი ქურთებს!!! ამ ლოზუნგით აქციები იზმირში, მერსინში, ანტალიაში და სხვა დიდ ქალაქებში ამ წუთებშიც იმართება.

თურქეთში არსებული არეულობა საფრთხეს უქმნის 1 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებსაც, რადგან ექსპერტთა განცხადებით, ქვეყანაში სეროზული პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისია, რასაც ემატება დესტაბილიზაცია და ეთნიკური დაპირისპირების რეალური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია სამოქალაქო ომიც გადაიზარდოს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოზიცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთია: ,,დემოკრატია მოითხოვს ტერორიზმთან ბრძოლას და ტერორისტების განადგურებას… ამ ბრძოლაში თქვენ (ოპოზიცია) ან დემოკრატიასთან ხართ, ან ტერორისტებთან… ამ საქმეში შუაში ყოფნა არ გამოვა. მოსახლეობას მოვუწოდებ გვენდონ, ჩვენ თურქეთს ძალიან უსაფრთხო ქვეყანად ვაქცევთ“.

თურქეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უწყება თურქეთში მყოფ ქართველებს მიმართავს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040.

„ნიუპოსტი“თურქეთში საქართველოს კონსულს, ჯემალ გოგიტიძეს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროსითვის თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ.

„გუშინწინ თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიის ოფისს დაესხნენ თავს, ასევე დაარბიეს კაფე-ბარი, თუმცა ეს ყველაფერი სამართალდამცველებმა დროულად აღკვეთეს. გადაჭარბებულია ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტურისტულ ზონაში რაიმე სერიოზული ხდება. რეალურად, საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ უთხოვიათ", - განაცხადა კონსულმა.

"ნიუპოსტი" მეზობელ თურქეთში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად კონფლიქტოლოგ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, თურქეთში პარტიზანულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან პრობლემები დიდი ხანია არსებობს, თუმცა ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის გატარების შედეგად შეჩერებული იყო.

"თურქეთს დიდი გამოცდილება აქვს პარტიზანულ დაჯგუფებებთან ბრძოლის საქმეში, ბოლო თვეებში მიმდინარე დაძაბულობა ასეთი სიმწვავით იმიტომ გამოჩნდა რომ 90 - იანი წლების შემდეგ ქვეყანამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა სტაბილურობის თვალსაზრისით და ყველას დაგვავიწყა ქურთთა კონფლიქტის არსებობა. თურქეთს გააჩნია სესაძლებლობები, ყველა რესურსი აქვს გაუმკლავდეს ამ დაძაბულობას, თუმცა გაცილებით რთული იქნება ამ დაპირისპირების აღმოფხვრა, რადგან კონფლიქტს ფესვები ღრმად აქვს გადგმული"- აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

მისი თქმით, თურქეთს რეალურად ორი მტერი ჰყავს ქურთებისა და ISIS-ის სახით.

"ზოგად რეგიონი დაიძაბება და ამას დიდი არეულობას მოჰყვება, თუმცა ჩემი აზრით, ტერორისტებთან ბრძოლამ გვიჩვენა რომ არის ქვეყანა, რომელიც რეგიონის დონეზე მათთან ბრძოლას სათავეში ჩაუდგება", დასძინა ხარშილაძემ.

ექსპერტი თვლის, რომ თურქეთში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისი ნაკლებ გავლენას მოახდებს ჩვენს ქვეყანაზე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკური პროფილის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს, რომელიც თვლის, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები ქართულ ეკონომიკაზეც მოახდენს ზეგავლენას.

"თურქეთზე ბევრ რაღაცაში მიბმულები ვართ, შესაბამისად, თუ მეზობელ ქვეყანაში დადგება ეკონომიკური კრიზისი, ის ჩვენზეც აისახება",- განუცხადა "ნიუპოსტს" გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს თურქეთში ქურთთა კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი შესრულდა, რომელსაც საერთო ჯამში 40,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42