ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ 39 ტენდერში გაიმარჯვა - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:14, 10 Sep, 2015     2396
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ ორგანიზაციის შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და რომლის შემოსავალმაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იმატა. დეპუტატმა წარმოადგინა იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებმაც მოულოდნელად ერთხმად გადაწყვიტეს აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება.

„ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ 2012 წლის არჩევნების წინ უხვად გასცა დაპირებები. იგივე გაგრძელდა ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებში 2012 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა "რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული .... მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი". რეალურად კი მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, შემცირდა სამუშაო ადგილები, შემცირდა თითოეული ოჯახის შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკა, ლარის კურსმა სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია და ბოლოს გაიზარდა დენის ტარიფები.

სამაგიეროდ იხეირა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა გარემომ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ არაერთხელ წარმოუდგინა საზოგადოებას კორუფციული სქემები, სადაც მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე ირაკლი ღარიბაშვილის, უჩა მამაცაშვილის და კახა კალაძე თამაშობდნენ. ბანკი „ქართუს“ შემოსავალი 2014 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ გაიზარდა.

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და რომლის ფინანსური მდგომარეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე.

შპს დაზღვევის კომპანია ქართუ, 2001 წელს შექმნილმა ორგანიზაციამ პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის არასრული ერთი წლის განმავლობაში 39 ტენდერში გაიმარჯვა და საერთო ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარი მიეღო.

სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი ქართუ ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი კომპანია რინგოლდ ფინანას ლიმიტედი, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი არჩილ მამაცაშვილია.

ტენდერების უმეტეს შემთხვევაში ქართუ ერთადერთი მონაწილე იყო, რაც წარმოშობს პროცესის ხელოვნურად შეზღუდვის ეჭვს. ასევე აღსანიშნავია ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (SPA140031350), რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება მხოლოდ სამი დღე წარმოებდა (6-9 იანვარი), მათ შორის ერთი დასვენების დღე შობა იყო.

აი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მოულოდნელად ერთხმად გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება:

· იუსტიციის სამინისტრო

· სოფლის მეურნეობის სამინისტრო

· ენერგეტიკის სამინისტრო

· განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

· ქ. თბილისის მერია

· თბილისის საკრებულოს აპარატი

· ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

· თვითმმართველი ქალაქი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

· აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო

· საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)

· საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

· სურსათის ეროვნული სააგენტო

· შემოსავლების სამსახური

· საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

· სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

· საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;

· ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

· შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

· სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

· შპს საქაერონავიგაცია

· ს.ს.ი.პ. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

· სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი

· შპს საქართველოს ფოსტა

· სსიპ ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი

· შ.პ.ს. საქართველოს ტელერადიოცენტრი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42