"მამულიჩამ" გათავისუფლების შემდეგ "ფეისბუქზე" პირველი პოსტი დაწერა
სოც.მედია - 11:42, 10 Sep, 2015     26677

პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პატირმობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და საერთოდ მეგობრობა - ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია. არასდროს არ განმისხვავებია ადამიანების ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და არანაირი ნიშნებით.

ყოველთვის ვცდილობდი ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი და ასეთი დისკომფორტი მოგაყენეთ. (ვისაც გიყვარვართ რა თქმა უნდა).

ყველაზე დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ, მე ჩემს ოჯახს, ძალიან ბევრი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ. მე თქვენ გგრძნობდით იქ სადაც ვიყავი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში.

ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა უარყოფითსაც განსაკუთრებული გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ.

მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, უპასუხოდ არავის დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქოდა ამ ორი თვის განმავლობაში - ჩემი დაკავებიდან ჩემს დროებით გამოშვებამდე. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პატიმრებს ყველა თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ. თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებდათ.

ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის.

მოკლეთ ყველას მალე გნახავთ.

პ.ს. სურვილი-ანაკლია... GEM-FEST (მეგობრებთან ერთად)

იძულება - დასვენება... თბილისი... გლდანი (შინაური ინფორმატორების ძალისხმევით)“, - წერს მამულიჩა.

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული კახა მამულაშვილი გირაოს საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42