"საქართველო აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტია, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას" - China Daily
პოლიტიკა - 11:06, 10 Sep, 2015     1211
ჩინურ გამოცემა China Daily-ში გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი: "საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას", სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მთავრობის მეთაური საქართველოს უწოდებს ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელ სახმელეთო და საზღვაო პუნქტს, რომელიც ევროპისთვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ. პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.

„საქართველო, როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელი სახმელეთო და საზღვაო პუნქტი, ევროპისათვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის, მათ შორის, ასოცირებისადა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. რადგანაც ჩინეთის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი გადისევრაზიის მთელს კონტინენტზე, საქართველოს მდებარეობა იძლევამსოფლიოს ორი უმსხვილესი სავაჭრო რეგიონის დაკავშირების შესაძლებლობას. მე ამ კვირის განმავლობაში ჩინეთში ვიქნები, რათაუფრო გავაძლიერო კავშირი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიცბუნებრივად გადის თბილისზე.

საქართველოს მთავრობა ამაყობს ჩინეთთან კავშირების გამყარებით. ბოლო წლების განმავლობაში არსებითად გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. 2014 წელს ჩინეთი რეიტინგით მესამე უდიდეს წყაროდ იყო აღიარებული საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.

ამ კვირაში პეკინში ჩამოვედი, რათა გავაძლიერო უკვეარსებული მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა დაჩინეთს შორის და განვიხილო სამომავლო თანამშრომლობის ახალი გზები. ჩინეთის უმაღლესი პირები ახლახან ეწვივნენ საქართველოს. 15-16 ოქტომბერს, თბილისში, აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე, საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის სამთავრობო პირებს, ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ჩინეთის 300-მდე ბიზნესლიდერს. ღონისძიება მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა და გაზარდოს ინვესტიციები ახალ აბრეშუმისგზაზე და მთელი მსოფლიოს ბიზნესწრეებს აჩვენოს საქართველოსმიერ შემოთავაზებული უნიკალური შესაძლებლობები.

წელს, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე და ჩინეთის ხელმძღვანელობითმოქმედი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის“ პირველშეხვედრაზე, რომელთაც საქართველომ უმასპინძლა, ხაზი გაესვასაქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებლის, სტრატეგიულ მდებარეობას. გასულ თვეში ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ მაღალჩინოსნებს 57 ქვეყნიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციობანკის“ მოლაპარაკებების საწყისი რაუნდის ჩასატარებლად და მისიპირველი პრეზიდენტის, ჯინ ლინქუნის ასარჩევად.

საქართველო იყო იმ 45 ქვეყანას შორის, ვინც შეუერთდა „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“. ჩვენ გვჯერა, რომ ბანკიგაზრდის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობას და დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან -„მსოფლიო ბანკთან“, „აზიის განვითარების ბანკთან“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობაში.

საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის ახალ პროექტს - „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“, რომელიც იძლევა სტრატეგიულადმნიშვნელოვან შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასაღრმავებლად. ამინიციატივაში ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენშევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.

ჩვენ, როგორც რეგიონის ლიდერმა ქვეყანამ, კიდევ უფრო გავაღრმავეთ თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა დაავღანეთთან, რათა მოგვეხდინა სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირება და ახალი მარშრუტების გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ მულტიმოდალური ბლოკმატარებლის პროექტს შეეძლება, ტვირთი, უსაფრთხო და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, რეკორდულ დროში გადაზიდოს ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში.

სატარიფო პოლიტიკაში შიდა რეფორმებმა, ისევე, როგორც ტექნიკურმა რეგულაციებმა, საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ პოლიტიკად აქცია. როგორც რეგიონალურ ბიზნესკერას, საქართველოს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ვაჭრობა ყველა მეზობელთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა; 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 86.6%-ით და შეადგინა 1.75 მილიარდამდე აშშ დოლარი, რაც ყველაზე დიდი შემოდინება იყო2007 წლიდან. ამ რეიტინგებს აძლიერებს ძალიან პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები - საქართველო მე-15 ადგილზეა „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესისწარმოება მარტივია, ხოლო „Heritage Foundation“-ის ბოლო კვლევის თანახმად, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში.

დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიის მდგრადი განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო არხებისა და ვაჭრობის მასშტაბის გაძლიერებაზე. ევრაზიის კონტინენტზე ევროპისა და ჩინეთის დასაკავშირებლად საჭიროა დერეფანი. საქართველოსა და ჩინეთს, ერთობლივი მუშაობით, შეუძლიათ ახალი აბრეშუმის გზა აქციონ ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის ნამდვილ ძალად. ჩემი ქვეყანა იმედოვნებს, რომ ჩინეთთან მეგობრობა ხანგრძლივი და პოზიტიური იქნება და დაეხმარება ჩინურ ბიზნესს საქართველოში, ევროპასა და ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ თავისი მიზნების მიღწევაში,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42