7 წლის ბუკა ნიკურაძესთან დაკავშირებით, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული „ფეისბუქის“ მომხმარებელი ნანუკა მგალობლიშვილი პოსტს აქვეყნებს.
„ალბათ ყველა იცნობთ... ეს ჩვენი ბიჭი -ბუკაა... პირველი ფოტო ერთი წლის წინ არის გადაღებული,მაშინ, როდესაც პირველკლასელი ბუკა მივიდა სკოლაში ... მეორე ფოტო, გადაღებულია ახლა, ერთი წლის შემდეგ.... ბუკა ჩემი შვილის კლასელია... ამიტომ განსაკუთრებულად მტკივა ... ბავშვს რამოდენიმე თვის წინ, იაშვილის კლინიკაში, დაუსვეს არასწორი დიაგნოზი -ლეიკემია... არაადამიანმა, კაციჭამია ექიმებმა ბუკა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე ... ჩაუტარეს ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც გამოიწვია სოკოვანი ინფექცია... ბუკა რამოდემიმე თვეა ებრვის ქართველი ექიმების მიერ, "მკურნალობის" შედეგად გამოწვეულ დაავადებებს... დიდი მადლობა სოლიდარობის და დიტო ცინცაძის ფონდს, მათი დახმარებით ბუკა თურქეთში მკურნალობს... მე მაინტერესებს !!!! იაშვიკის კლინიკის ან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდა თუ არა კომუნიკაცია თურქულ კლინიკასთან ?! იკითხეს თუ არა ბუკას მდგომარეობა და მიიღეს თუ არა თურქი ექიმებისაგან რჩევა ... რომ სხვა ბავშვების შემთხვევაში მაინც არ დაუშვან ასეთი შეცდომა !!!მაინც მგონია, რომ არ შემდგარა ეს კომუნიკაცია!!! იმიტომ, რომ საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანები გონიათ !!!! ბავშვი დააინვალიდეს !!! და ახლა ისევ იმ ხერხებით მკურნალობენ ასობით ბავშვს !!! ბუკას შესაძლოა დაფინანსება შეუწყდეს... გამომდინარე იქიდან, რომ ხარჯი განუსაზღვრელად დიდია“, - წერს ნანუკა.
მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ბუკას დედისგან:
„ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ ღმერთო. არავის მოუკითხია არცერთ ექიმს. ნინო ტოტოგაშვილმა მოაკითხა მარტო. მთავარია ხომ გამიმწარეს შვილი ხომ აიცილეს თავიდან გაფუჭებული საქმე. ლეიკემია და იმუნიტეტის ნაკლებობა ვერ გაურჩევიათ. ყველა პასუხს აგებს“, - წერს ბუკას დედა.
მასალის გამოყენების პირობები






