თამარ ივერი პროდიუსერ კახა მამულაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებას სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს.
„კახა და ლელა,გილოცავთ ამ შესანიშნავ ინფორმაციას. ძალიან გამეხარდა. ცოცხალი არსებები ვართ და ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ერთი რამ კი ფაქტია რომ ყოველგვარი სკანდალი თუ ტრაგედია, ადამიანთა ნამდვილ სახეს გაჩვენებს, ზოგისას შენთვის მოულოდნელად დადებითი კუთხით და ზოგისას მოულოდნელად უარყოფითად... საბოლოოდ კი ფიქრობ რომ ეს ინციდენტი...ამ ყოველივეს დასანახად ნამდვილად ღირდა!!
ასე რომ მიხარია რომ თქვენი ამბავი "გასრულდა ესე ამბავი ვითარც სიზმარი ღამისა!" გილოცავთ!!!“, - წერს ივერი.
კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი -"მამულიჩაა" ორი თვის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






