პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 21:09, 09 Sep, 2015     2071

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად „შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ“ მასსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შესახებ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიშველაძის განცხადებას სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება.

„ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაში არ ისაუბრა კონკრეტულ გარემოებებზე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება. თავის მხრივ, ინსპექტორის აპარატი მზად არის სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. 2015 წლის 31 მარტიდან ინსპექტორის ფუნქციებს დაემატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ზედამხედველობის ფუნქცია“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42