საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ის ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების დროს აღარ აჩქარდება.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოსა და ლარის კურსის გაუფასურებას შორის შესაძლოა პირდაპირი კავშირი არც ყოფილიყო.
„მე შეფასებებში აღარ ავჩქარდები. მას შედეგ რაც გამჭვირვალე გახდება, უფრო სწორად დაინიშნება ეროვნული საბჭო, კურსი უფრო ადეკვატური გახდება იმ სიტუაციის, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს არის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას უნდა, ეს პერიოდი დაამძიმოს, რომ თითქოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გამო კურსი უარესდება“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ლარის კურსის დღევანდელი მდგომარეობის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად 10 სექტემბრისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3876 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






