დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მიშველაძის განცხადების საფუძველზე - "ეს შენ გეხება"
პოლიტიკა - 18:50, 09 Sep, 2015     2485

კამპანიაში "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" შემავალი ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ეკა მიშველაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაში კონტექსტს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტთან ერთად, თვალთვალი, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზეც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებზე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ეჭვი გაჩნდა. 2014 წლის მაისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აღმოაჩინეს ფარული ვიდეო აპარატურა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რაც ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ საქმიანობაზე მიუთითებს.

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ჟურნალისტის საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება და თუ ადგილი ჰქონდა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას, დამნაშავეები გამოავლინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისა და ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გამო მოქალაქეების თვალთვალსა და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

სამოქალაქო საზოგადოება გამუდმებით საუბრობს მოქალაქეთა, მათ შორის საჯარო პირების, პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემებზე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სამოქალაქო თავისუფლების დასაცავად 2013 წელს დაიწყო კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ.“

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნის დროს თავადაც გახდნენ მასობრივი მოსმენების დამკვიდრებული სისტემის მსხვერპლნი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობას მაინც არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა საბჭოური სისტემის ამ მანკიერ დანატოვარზე. საზოგადოების აქტიური პროტესტის მიუხედავად, დღეს სამართალდამცავი ორგანოები კვლავ ინარჩუნებენ ტოტალური მოსმენების განხორციელების შესაძლებლობას.

კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ადვოკატირებით, 2014 წლის 1 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. თუმცა, იმავე წლის ნოემბერში მიღებული კანონით, პარლამენტმა, ფაქტობრივად, დააკანონა სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, რამაც პარლამენტს საკითხზე ხელახლა მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. დეპუტატებმა მხარი მეორედაც კანონის იმ ვერსიას დაუჭირეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო მოწონებული. კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და მათი გაუქმების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42