„ნუპოსტის“ რედაქციაში ბოლო სამი თვის განმავლობაში აერათმა მოქალაქემ დარეკა და „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ არსებულ ანტისანიტარიაზე მიგვითითებდა.
„ღუდუშაურში ისეთი ანტისანიტარიაა, ხელის საბან ნიჟარაში სისხლიც კი შევნიშნე, ტვალეტებზე რომ არაფერი ვთქვათ, აქ ისეთები ხდება შეიძლება ავადმყოფი უკან, სხვა ახალი დაავადებით დაბრუნდეს“,- უთხრა „ნიუპოსტს“ „ღუდუშაურის“ კლინიკის ყოფილმა პაციენტმა.

ამ ზარიდან 2 თვის თავზე ჩვენს რედაქციაში იგივე თემით სხვა ქალბატონიც დაგვიკავშირდა, მისმა ნაამბობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქალბატონი ირწმუნება, რომ მისთვის ლოგინი მანამ არ გამოუცვლიათ, სანამ ეს კატეგორიულად არ მოითხოვა, უხეშმა სანიტარმა კი „ბინძური თეთრეული“ პაციენტს ცხვირ წინ დაუდო.
„ნარკოზიდან ახალ გამოსულ ადამიანს მკითხა ერთ - ერთმა ექთანმა, რატომ მქონდა უკმაყოფილო და უჟმური სახე? სწორად გამიგეთ, მე ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან, რასაც ვერ ვიტყვით მედ პერსონალზე, მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. დაცვის თანამშრომლებს კი თავი შს მინისტრები ჰქონიათ და მუდამ ჩასაფრებულის პოზიციიდან ესაუბრებიან მნახველებს“,- აცხადებს 51 წლის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში მოხვდა.
ბუნებრივია, „ნიუპოსტი“ ფაქტების გადასამოწმებლად „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თამარ ჩეჩელაშვილმა კლინიკაში მისვლა და სანიტარული ნორმების შემოწმება ადგილზე გვირჩია.„ნიუპოსტი“ პაციენტების უკმაყოფილებაზე კლინიკის დირექტორის პირველ მოადგილეს მარინა გელანტიას ესაუბრა.
ღუდუშაურს ტოპ-მენეჯმენტი კლინიკაში ანტისანიტარიას კატეგორიულად გამორიცხავს, რაც შეეხება მედ პერსონალის შესაძლო გულგრილობას გელანტია აცხადებს, რომ მსგავს გადაცდომას არ გამორიცხავს, თუმცა ამის დაჯერებაც უჭირს.
„ჩვენი კილინიკა ნამდვილად არის ორიენტირებული პაციენტების კმაყოფილებაზე. ჩვენს ყველა განყოფილებაში გვაქვს ე.წ „შთაბეჭდილებების ყუთი“, სადაც პაციენტს შეუძლია თავისი პოზიცია, შენიშვნა პრეტენზია დააფისიროს, ისე რომ ვინაობა არც კი დაასახელოს. თუ სადმე გვაქვს პრობლემა მის აღმოფხვრაზე 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ. თუმცა შეიძლება გაბზარებულმა პაციენტმა მოიტყუოს ან გააზვიადოს რამე. მე დარწმინებული ვარ რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოგაწოდეს ეს ინფორმაცია. მადლობა, რომ საჭიროდ ჩათვალეთ ჩვენი პოზიციაც მოგესმინათ, თქვენი თავალით მინდა ნახოთ როგორი სანიტარული მდგომარეობაა ჩვენს კლინიკაში, ამ მხრივ უამრავი ფინანსური რესურსი იხარჯება კლინიკის დირექციის მიერ და უამრავი თანამშრომელი ზრუნასვ იმისთვის რომ პაციენტმა ჰიგიენურ პირობებში ჩაიტაროს მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში არსებობს ეპიდემიოლოგიური სამსახუირი რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს კლინიკას, საოპერაციო პალატებს და სხვა“ - განაცხადა მანანა გეკლანტიამ.

რაც შეეხება მედპერსონალის მიერ შესაძლო გადაცდომას, კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ადმინისტრციის მკაცრი მოთხოვნაა კლინიკაში დასაქმებულების მიმართ, რომ გამოიჩინონ გულისხმიერება პაციენტისა და მისი პატრონის მიმართ.
მანანა გელანტიას კლინიკის მიმღებში დამონტაჟებული ბახილების ყუთის არაადეკვატურ ფასზეც ვკითხეთ, ადგილზე მისულებს რამდენიმე პაციენტმა გვითხრა, რომ 50 თეთრი არის ძალიან ძვირი, როცა ე.წ ბახილის თვითღირებულება მაქსიმუმ 5 თეთრია.
„კლინიკაში სხვა და სხვა კომპანიები არიან თავისი პროდუქტით შემოსულები. ეს აპარატი არ ეკუთვნის ღუდუშაურის კლინიკას. შეიძლება ბახილის ფასი არაადეკვატური იყოს, თუმცა როგორც მე ვიცი ავტომატს სხვა თანხის მიღების ფუნქცია არ გააჩნია“,- აღნიშნა კლინიკის მართველის მოადგილემ და იქვე დაგვპირდა რომ ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლის.

აღსანიშვანია, რომ დაპირებისამებრ „ნიუპოსტის“ კამერამ ყველა ის პალატა და აბაზანა-ტვალეტი მოინახულა, რაზეც უკმაყოფილო პაციენტები ჩიოდნენ, ჩვენ დავათვალიერეთ პალატებში ჰიგიენური ნორმების დაცვა, აღმოჩნდა რომ დღეს, ღუდუშაურში საუკეთესოსთან მიახლოებული სანიტარული ნორმები იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ დეტალს როცა გელანტიას საკუთარი ხელით მოუწია კიბის მოაჯირზე დადებული ე.წ შპრიცის შესაფუთი მასალის აღება.
მეტიც, ქალბატონ მანანასთან ვიხუმრეთ კიდეც, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის სადეზინფექციოდ გამოყენებული ე.წ. ქლორი დასაშვებ ნორმებს ხომ არ აჭარბებდა.
დღეს "ნიუპოსტთან" პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობის მეთოდზე და მათ შორის ჰიგიენური ნორმების დონეზე დამაკმაყოფილებელ პასუხს იძლეოდნეა, თუმცა აღმოჩდნენ ისეთებიც ვინც გენერალური დირექტყორის მოადგილეს გაფუჭებული წყლის მილისა და მორყეული ონკანის გამო უსაყვედურა.

თუმცა, ჩვენ დღეს ნანახის გვწამს, მაგრამ უკმაყოფილო პაციენტის მიერ ექსკლუზიურად „ნიუპოსტისთვის“ გადაღებული ფოტოები გვაკვირვებს, სადაც სანიტარული ნორმების დარღვევა შავი-თეთრზე ჩანს.
შემაშფოთებელი ფოტოების ნახვის შემდეგ, „ნიუპოისტი“ რეგულირების სააგენტოს, სამმართველოს უფროსს ტარიელ კაშიას ესაუბრა.
მისი თქმით, რეგულირების სააგენტო ამოწმებს სამედიცინო დაწესებულებაში სანებართვო პირობებს, რომლებშიც სანიტარული რჟიმიც შედის.
თუმცა კაშიას უჭირს დაასახელოს ბერკეტი, რასაც ის კლინიკებში არსებულ ანტისანიტარიას დაუპირისპირებს.
„სანებართვო პირობები ღუდუშაურის კლინიკაში 2014 წელს შევამოწმეთ. იქ დაფისირდა სანიტარული რეჟიმის დარღვევა, რაც გარკვეული განყოფილებებში სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული გიჰიენური ნორმების დარღვევაში გამოიხატებოდა, თუმცა ეს არ ეხებოდა სრულიად კლინიკას. რაც შეეხება თვქნ ინფორმაციას მე არ ვიცი რა ფოტოებია და რა ჩანს ამ ფოტოებზე“,- აღნიშნა რეგულირების სააგენტოს, სამმართველოს უფროსმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 7 თვის წინ, სამედიცინო დაწესებულებების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი ჩაატარა, შედეგები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რაც გახდა მიზეზი, სალიცენზიო პირობებში დამატებითი პუნქტის ჩაწერის, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას ავალდებულებს, მოაწესრიგოს საავადმყოფოს ტერიტორია და დაიცვას აუცილებელი სანიტარული პირობები, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბრერკეტი გააკონტროლოს კლინიკების შიგნით არსებული სანიტარული მდგომარეობა.
დავით ჯაბაშვილი
"ნიუპოსტი"






მასალის გამოყენების პირობები






