„ევროპა შეუძლებელია იყოს თავისუფალი და მშვიდობიანი, თუ ამ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა“
პოლიტიკა - 16:57, 09 Sep, 2015     730

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟოლტ ნემეტის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორს არსებული მჭიდრო ურთიერთობები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში შექმნილ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კონფლიქტური ზონებიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების ევროპის კონტინენეტზე ჩასვლით.

„საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი და ეს ჩვენ ყველას გვაღელვებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შედგა აგრეთვე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ევროპა შეუძლებელია იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი, თუ ამ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა“.

ამავდროულად, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, ასევე დიდი ყურადღებას აქცევს თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს, როგორიც არის ჩინეთი, სადაც ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფება.

დავით უსუფაშვილი სტუმრებს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორებზეც, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე და აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდაჭერისთვის.

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟოლტ ნემეტისმა განაცხადა, რომ საქართველო უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და არსებული ურთიერთობები, რომელიც თაობებმა შექმნეს, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ორივე ქვეყნისთვის.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე და წარმატებით დაასრულებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ჟოლტ ნემეტისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვნია საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს მისიებში.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტებმა, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟოლტ ნემეტისთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42