„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე გადაცემა „არჩევანის“ გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ უნდა ჩამერთო გუშინ ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა. ეკა მიშველაძისთვის უთქვამთ, ასით მეტი წელი რომ გემუშავა ჟურნალისტიკაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გათხოვილის ადგილი სანამ რამეს დააშავებს, მანამდეა კუხნაშიო, ხოდა ამეშალა ფიქრები, ხომ არ წავიდე დიდი ქართული ფსიქიატრიიდან? ისე თვალსაჩინოდ, სხვებზე უკეთ ნამკურნალებია ჩემი ქმარი, რომ საკუთარი ნეპოტიზმის სუნი თვითონვე მეცა. ვიბორგე, ვიფიქრე, დავირცხვინე და...
ერთადერთი რაც მამართლებს, ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში კარგად ნამკურნალები ფსიქიკა არანაირად არ ზრდის წარმატების შანსს. დანაშაულის გრძნობა ლოდივით მომეხსნა გულიდან.
დილა მშვიდობის კეთილო ხალხო“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
გადაცემა „არჩევანში“ გუშინ დახურული პოლიტიკური თოქ-შოუების თემას მიეძღვნა. გადაცემაში ის ჟურნალისტები იყვნენ მიწვეული, რომლებიც „ეთერებიდან მოიხსნენ“.
მასალის გამოყენების პირობები






