საქართველოს "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორმა თურქეთში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 12:49, 09 Sep, 2015     1266
2015 წ. 4 - 5 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლში) თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ეგიდით თურქეთის წამყვანი საზღვაო საინფორმაციო სააგენტოს Deniz Haber Ajansi-ის ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის ღონისძიება - "ოქროს ღუზა - საზღვაო სფეროში მიღწევებისთვის მე -10 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია".

ღონისძიებას საქართველოდან ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორი -კაპიტანი მამუკა ახალაძე; ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 60 წევრი ქვეყნის და 15 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დაჯოლდოების ცერემონიაზე გადაცემული იყო 15 ჯილდო 8 კატეგორიაში, სადაც ერთ-ერთ ნომინაციაში ჯილდო სიმბოლურად გადასცა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ.

კონფერენციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა გამართა შეხვედრები თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის მოდაგილესთან კაპიტან ოზგანპოირაზთან თურქეთსა და საქართველოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმის ხელმოწერის პერსპექტივის განსახილველად, სადაც თურქეთის მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა მემორანდუმის ხელმოსაწერად. ასევე შეხვედრა შედგა თურქეთის გემფლობელთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წარმომადგენელთან კაპიტან ალევ ტუნჩთან ქართული დროშის ქვეშ გემების მოზიდვის პერსპექტივებისა და ქართველ მეზღვაურთა სამომავლო დასაქმების კუთხით. მას შემდეგ, რაც საქართველოს და თურქეთს შორის გაფორმდება ხსენებული მემორანდუმი ქართველ მეზღვაურებს გზა გაეხსნებათ თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების მხრივ.

აღნიშნული ღონისძიება იქცა ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენად, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს საზღვაო სფეროს მაღალი დონის წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42