თოფაძე ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის გაყოფით ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე მეტი კონტოლის მოპოვება უნდოდა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ამ კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში სებ-ის ხელმძღვანელების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„რა პანიკაა? ჩვენ ვთქვით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არასწორი ნაბიჯები გადადგა. რა საპანიკო გახდა, რომ იქმნება გარკვეული კონტროლი. ეხლა იქნება კონტროლის ქვეშ, აქამდე პრაქტიკულად უკონტროლო იყო“, - ამბობს თოფაძე.
შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, სებ-ის გაყოფა ეროვნული ბანკის გაკონტროლების სურვილით იყო გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები






