აღნიშნულ საკითხზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელებენ. დეპუტატების ინფორმაციით, პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმად მხოლოდ პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქეების ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა მათი შემოწმების მიზნით აიკრძალება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ცვლილებების აუცილებლობა ამ მხრივ არსებულმა სტატისტიკამ განაპირობა.
„მოქმედი კანონმდებლობით, თუ პოლიციელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მას შეუძლია მოქალაქე გადაიყვანოს ნარკო-ტესტირებაზე და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 70%-ში არ დასტურდება ნარკოტიკის მოხმარება. არ უნდა იყოს საკმარის მხოლოდ ეჭვი. ამასთან დაკავშირებით მთავრობა კომიტეტთან მუშაობს,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






