ის იყო პირველი, ვინც დამირეკა, ძალიან ვნანობ რომ ხმა მარგველაშვილს არ მივეცი - ინგა გრიგოლია
პოლიტიკა - 22:46, 08 Sep, 2015     12281

მას შემდეგ, რაც „იმედმა“ არხიდან ინგა გრიგოლია გაუშვა ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.

როგორც ტელეწამყვანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, პირველი ადამიანი იყო მარგველაშვილი, ვისაც „რეაქციის“ დახურვის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

„გიორგი მარგველაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც მესიჯად მივწერე ის რაც მოხდა, ასე ჩავთვალე საჭიროდ. მან დამირეკა და ძალიან გაუკვირდა. მე პრეზიდენტს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მერე ვთქვი კიდეც, როგორ ვნანობ, რომ თავის დროზე, როგორც ამომრჩეველმა არ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში და მას არ მივეცი ხმა. თუ ის ხელმეორედ დააყენებს კანდიდატურას ჩემს ხმას აუცილებლად მიიღებს, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც გადმორეკა მომისმინა და ძალიან მკვეთრი განცხადებაც გააკეთა“,- აღნიშნა ინგა გრიგოლიამ გადაცემა „არჩევნში“ ჩართვისას.

რაც შეეხება ეთერში დაბრუნების თარიღს, გრიგოლია ამბობს, რომ ის „წყენის, გაბრაზების გადასვლამდე“ დაისვენებს, თუმცა მისი თქმით, პაუზა ხანგრძლივი არ იქნება.

„არ მიმაჩნია სწორად, ერთი ორი ან სამი თვის განმავლობაში განვაახლო თოქ-შოუ, რადგან ძალიან ნაწყენი ვარ და ალბათ ვერ ვიქნები ობიექტური, როგორსაც ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი. ამიტომ ერთი-ორი თვე დავისვენებ... ნაადრევია სიხარული, წინასაარჩევნოდ მე დავბრუნდები პირდაპირ ეთერში", -მიმართა ინგა გრიგოლიამ იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტის თქმით, გახარებულნი არიან "რექაციის" დახურვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42