"ეს სოლოლაკში გადაწყდა, მეგობრებო, ორი წლის მერე ოპოზიციაში იქნებით და გაიხსენებთ"- გრიგოლია
პოლიტიკა - 23:04, 08 Sep, 2015     5730
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თქმით, მისთვის გაუგებარია იმ მადლობების ფონზე, რაც ის „იმედის“ მენეჯმენტისგან იღებდა, რა მოხდა მისი აშშ-ში ყოფნის დროს, რომ ტელეკომპანიამ მისი გადაცემების დახურვა გადაწყვიტა.

„მე მაქვს ეჭვი, რომ მოხდა რაღაც, რადგან არცერთი გაფრთხილება ფორმატის შეცვლაზე ან სხვა თემაზე არ ყოფილა. ნომერ პირველი ეჭვი არის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მინდა „ქართულ ოცნებას“ მივმართო, ძალიან ხშირად ნუ გააკეთებინებთ განცხადებას გოგი თოფაძეს, რადგან ხშირად რასაც შიგნით ამბობთ, ამ ადამიანს გარეთ გამოაქვს. მაქვს ასევე ერთი კითხვა რა იცის ბატონმა ვოლსკიმ, რა უნდა შესთავაზოს მაყურებელს ტელეკომპანია იმედმა“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებას რამდენიმე ბერკეტი აქვს ტელეკომპანიაზე ზეწოლისთვის.

„ეს არის ბიზნესი, ხომ არ მოხდა ბიზნეს თემების დალაგება? შეიძლება არ უნდოდათ ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება, ასევე როდესაც აშშ-ში ვიყავი ფეისბუკზე წავიდა ძალიან უცნაური კამპანია ოცნების ე.წ შავრაზმული ჯგუფების მხრიდან, სადაც სხვა ჟურნალისტებთან ერთობლივ ფოტოებზე წერდნენ, „ესენი არიან წასული ამერიკაში და რაღაცას გეგმავენ“. რა ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც ჩემი და გიორგი გაბუნიას ერთად გადაღებული სელფი ეჭვის საბაბი გახდება?“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

„რა ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იმის ნაცვლად, რომ შენმა ტელევიზიამ სხვის აგრესიისგან და ზეწოლისგან დაგიცვას, ღამ-ღამობით დაგიდოს განცხადებები? მე მიმაჩნია, რომ ეს სოლოლაკში გადაწყდა."- აღნიშნა გრიგოლიამ.

"მე მინდა მივმართო იმ მედია ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან მედია ექსპერტები და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენენ. მეგობრებო, ძალიან ნუ „გააპრავებთ“ ამ ყველაფერს , ამას ქვია გადაცემების დახურვა, როგორც არ უნდა შეიფუთოს. ნუ „გააპრავებთ“, იმიტომ რომ ორი წლის მერე ზუსტად ისევე ხმამაღლა ილაპარაკებთ დღევანდელ რეალობაზე , როგორც მე ვლაპარაკობ ახლა. თქვენ კი, დიდი ნაწილი ვინც ახლა სახელმწიფო გუნდში ხართ, მე მგონია რომ ორი წლის მერე ოპოზიციაში იქნებით და გაიხსენებთ, როგორ დახურეს ორი თოქ შოუ 29 აგვისტოს ერთ წამში“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემა "არჩევანში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42