უკრაინელი ჩინოვნიკები ცხოველთა სახეობაა, რომლებიც საფრთხის დროს თავს იმკვდარუნებენ- სააკაშვილი
პოლიტიკა - 20:58, 08 Sep, 2015     3319
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ რეფორმების და რეალური ცვლილებების დაგვიანების გამო უკრაინაში თანდათანობით პოლიტიკური კლასის დელეგიტიმაცია ხდება. სააკაშვილი უკრაინის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს იმ ცხოველებს ადარებს, რომლებიც საფრთხის მოახლოებისას თავს მოიმკვდარუნებენ. ამის შესახებ სააკაშვილმა ICTV-ის ეთერში გადაცემა „სიტყვის თავისუფლება“- ში სკაიპით ჩართვისას განაცხადა.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო აპარატი მთლინად დემორალიზებულია და ვერ მართავს ქვეყანას. ამის დანახვა სიტუაციიდან გამომდინარეა შესაძლებელი, როცა ეკონომიკის მინისტრს არ შეუძლია გადააყენოს სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელიც კი.“

სააკაშვილის თქმით მუკაჩევოში და უმაღლეს რადასთან განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თავის ფუნქციას ვერც ძალოვანი უწყებები ასრულებენ.

„გამოკითხვების თანახმად პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური კლასი ქვემოთ ეშვება. როცა პრემიერი ამბობს „ მე არ მივდივარ არჩევნებზე“ ეს შეიძლება გაამართლო. მაგრამ სხვა მხრივ, როცა მთავრობის მეთაურს არ სურს საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების გზით შეამოწმოს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაშ ერთადერთი გზაა, მაშინ ხდება პოლიტიკური კლასის დელეგიტიმაცია“- განაცხადა სააკაშვილმა.

„სახელმწიფო აპარატის და ძალოვანი სტრუქტურების სისუსტის გამო წარმოიშობა დიდი ვაკუუმი, რაც წარმოშობის იმის საფრთხეს, რომ რომელიმე მომენტში, ყველა ის ჯგუფს, რომელიც ახლა ჩნდება და რომლებსაც არაფერი საერთი არ აქვთ რეალურ მოხალისეებთან, გაუჩნდებათ ცდუნება თქვან, რომ ხელისუფლება თავად არიან“- აღნიშნა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42