პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება ვერ მიიღება, რადგან კანონპროექტთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს.
განსხვავებული პოზიცია აქვს თავად კანონპროექტის ავტორს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა ინსტრუქციას მთავრობისგან ელოდება და ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„მათ მთავრობის პოზიცია არ იციან, შესაბამისად, დეპუტატებს საკუთარი პოზიცია არ გააჩნიათ. რამდენი დეპუტატი იცით ისეთი, რომლის შვილიც სავალდებულო სამსახურს გადის? მე გეტყვით - არცერთი. შესაბამისად, დეპუტატებს არ ადარდებთ სხვისი შვილები ჯარში როგორ მსახურობენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






