"ლეიბორისტებიდან" ენმ-ში და შემდეგ ოცნებაში - მეჭიაურის პოლიტიკური ფერისცვალებები
პოლიტიკა - 16:05, 08 Sep, 2015     3269
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა, გაზეთ „რეზონანსთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიააურის შესახებ საუბროსბ, მისი თქმით მეჭიაური პარტიებს ხშირად იცვლიდა და საქართველოში არ დარჩენილა პოლიტიკური პარტია, მისი წევრი რომ არ ყოფილიყო.

„თამაზ მეჭიაური ნამდვილად იყო ლეიბორისტულ პარტიაში 1997- დან 2003 წლამდე. ჩვენამდე და ჩვენს შემდეგაც ის ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწეობდა. მას მრავალი პარტია აქვს მოვლილი. ჩვენგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. ეს კაცი პარტიებში მონავარდე ადამიანია, ის პოლიტიკურ შეხედულებას იმის მიხედვით იცვლიდა, თუ ვის ქონდა ხელისუფლებაში მოსვლის შანსი. 2003 წელს ჩვენი პარტიის მეშვეობით პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად გავიდა. მოსახლეობამ იგი შალვა ნათელაშვილის ავტორიტეტის გამო აირჩია. მაგრამ სამწუხაროდ ვარდების რევოლუციის შემდეგ ბატონი მეჭიაური გადასხვაფერდა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. ამის შემდეგ მას სააკაშვილის ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობები ეკავა“ - აცხადებს გუგავა.

გუგავას თქმით, მეჭიაურსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება ივანიშვილის მხრიდან მოდის და მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებელია.

„ახლა აღმოაჩინა რომ პრეზიდენტი და „რესპუბლიკელები“ ყოფილი „ემჯეოშნიკები“ არიან? რესპუბლიკელებთან ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება, რომელსაც მეჭიაურის პირით ახმოვანებს, განპირობებულია მათი მოძლიერებით. ოლიგარქის კარზე დიდი სიახლეებია, რადგან მათ განსაკუთრებული ამბიციები გაუჩნდათ. ივანიშვილის ირიბად თუ პირდაპირ მხილება რესპუბლიკელებმაც დაიწყეს. უსუფაშვილმა ფაქტიურად აღიარა, რომ ქვეყნის ფორმალური მმართველი ივანიშვილია. აქედან გამომდინარე, ეს ოლიგარქის სუსტმა ნერვებმა ვერ აიტანა და კოალიციის შიგნით არსებული დაპირისპირება მეჭიაურის მეშვეობით გარეთ გამოვიდა“ - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

წყარო „რეზონანსი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42