"დაღლას და უკან დახევას არ ვაპირებთ" - ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პოლიტიკა - 15:44, 08 Sep, 2015     1766
14 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია 2016 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად კონსტიტუციაში ცვლილებას ითხოვს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებისგან რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს, რომლის კონსტიტუციაში შეტანა არჩევნებამდე ტექნიკურად ვერ მოესწრება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობენ დემოკრატიულია და შესაბამისად, ხელისუფლება გეგმების შეცვლას არ აპირებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ირაკლი ჩიქოვანის განხადებით, ხელისუფლების პოზოცოა და ინიციატივა საკმაოდ ბუნდოვანია:

„ხელისუფლების ინიციატივა არ არის მკაფიო. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ 2020 წელზე, უნდა ვისაუბროთ 2016 წელზე. იმ ცვლილებებს, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, აღსრულება არ უწერია“, - განაცხადა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებენ. ქარდავა ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს.

„ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ დაღლას და უკან დახევას არ ვაპირებთ. უკან დასახევი აქვს ხელისუფლებას. მან უნდა დაიცვას 2016 წელს კონკურენტული არჩევნები და დაიცვას ის სიტყვა და ის პირობა, რომელსაც ის საზოგადოებას არჩევნების წინ აძლევდა და რისთვის ის იბრძოდა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

მთავრობის პოზიცია და არგუმენტები მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. სამოქალაქო სექტორი ოპოზიციის მოთხოვნებს ეთანხმება.

„ეს არგუმენტი მიუღებელია, რადგან თავისი სირთულით და პრობლემატურობით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საზღვრების გადახედვა უფრო რთულია და დროში უფრო მეტად არის გაწელილი, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც ტექნიკური თვალსაზირისით გაცილებით უფრო ადვილი განსახორციელებელია“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42