როგორც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ხოშტარიამ განაცხადა, ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს და აძლიერებს პრორუსულ და ანტიევროპულ ტელევიზიებს და გაზეთებს.
„მთავრობაში არის ჯგუფი მკაფიოდ პრორუსული ძალების, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობენ პრორუსულ შესაძლებობებზე. ნინო ბურჯანაძე როგორც კი ჩამოვიდა მოსკოვიდან, მოკვდა როგორც პოლიტიკოსი. ახლა მარტო ნინო ბურჯანაძე კი არა, სხვებისგანაც ისმი მესიჯები პრორუსულ შესაძლებლობებზე. მთავრობა ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, პროქართულ და ანტიევროპულ გაზეთებს და ტელევიზიებს, აძლიერებს მათ, აფინანსებს და აკეთებს ისეთ გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი და მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ. ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და თან გავხდეთ ნატო-ს წევრები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






