ხულოს საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი სიძულვილის ენას შეიცავს - NGO
პოლიტიკა - 13:24, 08 Sep, 2015     1809

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი ორგანიზაციები ხულოს საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, დოკუმენტი სიძულვილის ენასა და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავს.

"ვეხმაურებით ხულოს საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს - "ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ", რომელიც სიძულვილის ენას და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავს. კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული: "იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის ოპერაციის" საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთი ჩამოვთვალო!"… "დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს." "თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით."

მიგვაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებგვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა.

საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, კერძოდ, მუხლი 4. - ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს; გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლოს ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებას პოლიტიკურ განცხადებებში (იხ. მაგალითად, კომისიის 2005 წლის 17 მარტისდეკლარაცია).

მივმართავთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებგვერიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი;

საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მივმართავთ სახალხო დამცველს: თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.

მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნებას" - შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აწერენ ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42