მისი თქმით, როდესაც მინისტრად დაინიშნა, პირველ რიგში სწორედ აბულაძის თემით დაინტერესდა.
როგორც კახიშვილი ამბობს, შალვა აბულაძემ ტანსაცმლის თემით სპეკულირება სცადა.
„შალვა აბულაძეს შევთავაზეთ ის ტანსაცმელი, რაც სხვა პატიმრებს აცვიათ, თუმცა მან იუკადრისა. მიუხედავად ამისა, გავეცი განკარგულება, ცალკე ტანსაცმელი შეისყიდეს და გადასცეს მას. ის ამ ტანსაცმელსაც არ იღებდა და აცხადებდა, რომ არ უნდოდა. უნდოდა, უფრო მეტად აფიშირებული ყოფილიყო, რომ უტანსაცმლოდ დადის, მაგრამ დავავალე ტანსაცმლის გადაცემის ვიდეოკამერით გადაღება. როცა ეს გავაკეთე, უარი ვეღარ თქვა მის მიღებაზე, ამის შესახებ იმავე წუთში ჩავაყენე სახალხო დამცველი საქმის კურსში“, - აღნიშნა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის უფლებების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ აბულაძე პროცესებზე ტანსაცმლის უქონლობის გამო ვერ ცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები






