ვენესუელა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს - საქართველოს საგარეო უწყების განცხადება
პოლიტიკა - 11:15, 08 Sep, 2015     2326

ვენესუელასა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის“ დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას."- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42