„ჩვენი მოთხოვნა არის მარტივი, უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარები.მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენს წინაშე დადგება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საზოგადოების მხიდან პრობლემა არ იქნება.“- განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის განცხადებით, ოცნება ოპოზიციასთან დიალოგზე უარს აცხადებს:
„ქართულ ოცნებას არ უნდა დიალოგი ოპოზიციურ ძალებთან და გადავწყვიტეთ ვკითხოთ ხალხს, რა უნდა“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იმ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებაა, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას აიძულებს, არჩევნები სამართლიანი სისტემით ჩაატაროს.
მასალის გამოყენების პირობები






