პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
პოლიტიკა - 09:41, 08 Sep, 2015     1429

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაურისიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" (“The Modern Silk Road”), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას “Champions 2015”.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასევე მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.

გაიმართება შეხვედრები ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: კორპორაცია „მიცუბიში“, კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”, კომპანია “Sab Labs China”, კომპანია “Transcosmos”.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და მემორანდუმის გაფორმება: დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელ ქარხანასა და საქართველოს “ვაგონმშენებელს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის პორტის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ქართული ღვინის კორპორაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, შპს.საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმი.

დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის ინტერვიუ წამყვან ჩინურ მედიასაშუალებებთან.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 13 სექტემბერს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42