,,ხელისუფლებამ პასუხის პასუხი მიიღო“ - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან გეგმაზე თანხმდება
პოლიტიკა - 20:55, 07 Sep, 2015     2752

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია ის მოდელი, რომლითაც ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტის წარმომადგენლებმა უკვე მიმართავს პარლამენტს ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, რომელის ფარგლებშიც მოხდება საარჩევნო კოდექსის და კონსტიტუციის შესაცვლელად კონსტრუქციული მსჯელობა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდება საზოგადოების უმრავლესობის აზრის გათვალისწინება, 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დადგება. „ნოუპოსტი“ დაინტერესდა, რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას და რა სამომავლო სცენარი განიხილება მოვლენების არასასურველი შეედეგით დასრულების შემთხვევაში.

ჩვენ ინტერპარტიული ჯგუფის წევრს, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს ვესაუბრეთ.

- არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვს, უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ რა არის თქვენი მთვარი მოთხოვნა და რა ფუნქცია ექნება ჯგუფს რომლის შექმნასაც პარლამენტისგან მოითხოვთ?

- საარჩევნო თემატიკა და კანონმდებლობა, რომელიც საარჩევნო გარემოს არეგულირებს განეკუთვნება იმ საკითხთა წრეს, რომელიც საჭიროებს ქვეყანაში ფართო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას. ისე, როგორც კონსტიტუცია უნდა იყოს ფართო თანხმობის საგანი, საარჩევნო თემატიკაც და კანონმდებლობაც უნდა იყოს ფართო მსჯელობის შედეგად მიღებული - ამას ამბობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ამ რეკომენდაციას გვაძლევს ჩვენც. ხელისუფლება ვალდებულია, დაჯდეს ოპოზიციურ პარტიებთან და იმსჯელოს იმაზე თუ რომელი საარჩევნო მოდელი იქნება ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები.

ჩვენის მხრიდან ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთობლივი ფორმატის შექმნა. მას შემდეგ რაც ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეაჯერა პოზიციები, არასამთავრობო სქტორთან შევაჯერეთ მიღებული გადაწყვეტილება, შევხვდით საექსპერტო წრეებს, გავითვალიწეინეთ საერთშორისო რეკომენდაციები, ბოლოს ეს ყველაფერი მოვაქციეთ ერთ დოკომენტში და პრეზიდენტის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე ჩამოვაყალიბეთ მიმართვაში პარლამენტის მიმართ. ჩვენს შეთავაზებას ხელისუფლებამ სრული იგნორით უპასუხა. თვთონ შეიკრიბნენ კოალიციურ რეჟიმში, დაახლოებით 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, გამოაცხვეს, გაუგებარი ხედვა და გვითხრეს, რომ ჩვენი ხედვა არის ეს, თქვენი შეხედულება არ გვაინტერესებსო, რაც ფუძემდებლურ მთავარ პრინციპს, ფართო კონსენსუსს იმთავითვე არღვევს.

ზუსტად ერთი კვირის წინ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერთი კვირის მანძილზე ისინი კონკრეტულ ფორმულირებას გამოაქვეყნებდნენ, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ისინი მოუწოდებენ საპარლამენტო პარტიებს და სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ დავსხდეთ და შევაჯეროთ ხედვებიო. ჩვენის მხრიდან ეს განცხადება აღქმული იყო ხელისუფლების მზაობად ეთანამშრომლა ჩვენთან.

დღეს, ჩვენ, 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დავსხედით და მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულ ფრაქციას, რომელთანაც ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, - თავისუფალი დემოკრატების" ფარქციას, რომ დასვან საკითხი შეიქნმას ინტერპარტიული ჯგუფი პარლამენტში, სადაც ჩვენთან ერთად შევლენ ხელსიუფლების წარმომადგენლები. ჯგუფში უნდა შედიოდნენ როგორც კვალიფიციური სუბიექტები, ასევე ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საკითხებზე.

ინტერპარტიულ ჯგუფს უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის თავმჯდომარემ. სამუშაოს დაწყება-დასრულება განისაზღვვროს მკაცრი რეგლამენტით. იმისთვის, რომ ეს პროცესი უკიდეგანოდ არ გაიწელოს და შემდეგ ცაიტ-ნოტში არ აღვმოვჩნდეთ, პირველ დეკემბერს უნდა დასრულდეს სამუშაოები. უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არ იქნება მოწონებული. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყოფს, 2016 წლის არჩევნების ნდობასა და ლეგიტომაციას.

- შეიძლბა ვივარაუდოთ თუ არა რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ფრონტის ხაზი რამდენიმე მიმართულებით გაშალა, ერთია ბოიკოტი, მეორე დღეს დაყენებული საკითხი ინტერპარტიული ჯგუფის შესახებ და არის კიდევ რამე მიმართულება, რასაც უახლოეს პეროდში გეგმავთ, ელოდებით ხელისუფლების მხრიდან შედეგებს? რამდენად არის იმის ალბათობა რომ თუ უმრავლესობა თქვენს ინიციატივებზე ჯიუტად იტყვის არას, შემდეგი ნაბიჯი იქნება ქუჩაში გასვლა?

- ბოიკოტი და ინტერპატრიული ჯფუფის შექმნა სხვდასხვა თემაა. ბოიკოტი ეხება 2012 წელს არჩეული პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, ხოლო ჩვენი ინიციატივები ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ბოიკოტიც განხორციელდა იმიტომ, რომ სრულად იქნა იგნორირებული ჩვენი შეთავაზება ხელისუფლების მიმართ თანამშრომლობის თხოვნით.

ჩვენ მოვახდინეთ დეემონსტრირება იმისა, რომ არათანაბარ, ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარება არის უბრალოდ უსამართლობა. რაც შეეხება ქუჩას, მე მესმის თქვენი კითხვის ლოგიკურობის, ბოლო 25 წელიწადია საქარველოს პოლიტიკა ქუჩაში წყდება, რადგან ქართულ ხელისუფლებებს ახასიათდებდათ ერთი რამ, მოდიოდნენ ხელისიფლებაში და შემდეგ აიგნორებდნენ ყველაფერს.

ჩემი აზრით, ქუჩამდე არის მთელი რიგი შეასძლებლობები პოლიტიკური ბრძოლისსთვის. თუ აკვირდებით, ქართულ ოცნებას პატლამენტში მუდმივად უდგას ქვორუმის პრობლემა, იმიტომ რომ საპარლამენტო ოპოზიციას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმება აქვს მიღწეული, რომ მათ ამ ფორმით დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას სწორედ მათი დაიგნორების გამო.

ხესლიუფლებამ ჩვენ დაგვაიგნორა რაზეც პასუხის-პასუხი მიიღო - თუ ჩვენთან საუბარი არ გსურთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეწთ ჩვენ გარეშე, გავდივვართ ბოიკოტზე. შესაბამისად გამოვიდა არაკონკურენტული გარემო, ორ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში, ეს კი ძალიან ცუდად გამოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ესეც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, ისევე როგორც პარლამენტის სხდომების ბოიკოტი, ასევე ვგეგმავთ ევროსაბჭოში ვიზიტს და სადც გავაცნობთ ჩვენ ევროპელ მეგობრებს იმ მდგომარეობას და საარჩევნო გარემოს რაც საქართველოში არსებობს. ჩვენ სხვა ბრძოლის მეთოდებიც გვაქვს არსენალში, რომელიც ხვალ გაჟრერდება 12:00 საათზე „თბილისი მერიოტში“. იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა გამწვავდება და კიდევ უფრო დაყრუვდა ხელისუფლება შეიძლება ქუჩის აქციებამდეც მივიდეთ.

-"ახალი პოლიტიკური ცენტრი" მაჟორიტარული მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას, სამმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობის დაწყებას სთავაზობს, თუ შედგა კონსულტაცია ან თუ არის ცნობილი თქვენთვის ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზების შესახებ?

-ეს ინიციატივა ცორტა არ იყოს ბუნდოვნად გაჟღერდა. ვერ გავიგე რომელ არჩევნებს ეხებოდა ჯაფარიძის ინიციატივა. ჩემი აზრით, ეს უნდა ეხებოდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაცვლად საკონსტიტუციო ცვლილებისა ჯაფარიძე გვთავაზობს კონსტიტუციის მოქმედ ფორმაში მაჟორიტარული 73 წაკითხულ იქნას ისე რომ მრავალ მანდატიანი მაჟორიარული ოლქი შეიქმნას თითოში სამ-სამ მანდატიანი. თუ ეს ასეა, აღნიშნული ინიციატივა არის ინტერპარტიული ჯგუფის განხილვის საგანი. პირადად მე, მივიღებ ამ წინადადებას, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ განხილვად წინადადებად. ამ საკითხის განხილვისთვის მზაობა სხვა პარტიებმაც უნდა გამოთქვან მგონია, რომ არასაპარლამენტო ინტერპარტიული ჯფუფი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდება. მთავარია ამ პროცესში ჩაერთოს საპარლამენტო პარტები როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42