პურის მწარმოებლების განცხადებით მათ არ სურთ ფასის მომატება, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო იძულებულნი იქნებიან პური გააძვირონ. მიზეზებს შორის მეპურეები გაზრდილ კომუნალურ ხარჯებს და ქართულ ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს ასახელებენ. მწარმოებლები ფასის ზრდას 5-10 თეთრით ვარაუდობენ.
პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით მეპურეები გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რადგან ფასის მატება პურის ყველა კომპონენტზე მოხდა.
„მაღალია ფქვილის ფასი, გაიზარდა ყველა კომპონენტის ფასი საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალა. ეს მტკივნეული თემაა, მეპურეს არ აწყობს პურის ფასის მომატება, ეს ნიშნავს, რომ რეალიზაცია კლებულობს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს, თუმცა როდესაც გამოსავალი არ არის შესაძლებელია 5-10 თეთრით მომატება მოხდეს“- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
პურის მწარმოებლების თქმით გაძვირება იმ პროცესების ლოგიკაში ჯდება, რაც ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით ხდება.
მეპურეების არგუმენტებს მთლიანად არ იზიარებს წისქვილკომბინატების ასოციაციების ხელმძღვანელი ლევან სილაგაბვა. მისი თქმით პურის გაძვირების მთავარ მიზეზად ფქვილის ფასის მატების დასახელება არასწორია.
„იმის თქმა რომ ფქვილის ფასის გამო ხდება პურის გაძირება ამის არგუმენტაცია არ არსებობს. მეპურეები ყოველთვის ასახელებდნენ კრიტიკულ ფასს.“- განაცხადა სილაგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






