"იუმორს მოკლებული ხარ! კატეგორიულად მოვითხოვ ბოდიშს..." - ანრი ბიბინეიშვილის პასუხი ფარულავას
სოც.მედია - 18:08, 07 Sep, 2015     13267

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ია ფარულავას კრიტიკას სოციაურ ქსელში ვრცელი პოსტით პასუხობს:

"ია! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და მხოლოდ დადებითი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაინც ვერ ვხსნი კონკრეტულად შენგან მსგავს კომენტარს ჩემთან დაკავშირებით, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობ იმ კომენტარით და მინდა გაქცე პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში ახლად "გამოჩეკილ" ანრი ბიბინეშვილს ნამდვილად არ სურს მსგავსი აზრი აიტანოს და მოითმინოს!

1) დავიბადე ქალაქ ბათუმში და ყოველგვარი ამბიციების გარეშე ვიზრდებოდი, რადგან მქადაგებელნი იყვნენ შესაბამისი საქციელის ჩემი დედა და მამა! ყოველთვის იმას მასწავლიდნენ, რომ თავმდაბლობა და ადამიანთა სიყვარული არის მთავარი ღირსება კაცისა და არა შური, ბოროტება და ღვარძლი!

2)პოპულარობა ყოველთვის ბოლო საფეხურზე იდგა ჩემთვის და არასდროს მიბრძოლია მისთვის და არასდროს შემითხზავს შავი პიარი! (თუმცა არაერთხელ შემეძლო გამეკეთებინა მსგავსი რამ, მითუმეტეს ჩვენს სფეროში)

3) მე მიმუშავია: მტვირთავად, პურის რეალიზატორად, მიმტანად, ბარმენად, ბენზინის ჩამსხმელად, თურქეთშიც კი პლასმასის ცეხში საიდანაც მოტყუებული და უთეთროდ ჩამოსულიც კი აღმოვჩნდი! (და პარალელურად სკოლაშიც დავდიოდი.)

4)მერე თბილისში ყველანაირი დახმარების გარეშე წამოვედი, რომ მესწავლა და ამეხდინა ოცნება, გავმხდარიყავი მსახიობი. ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიწვალე, ბევრი მშიერი ღამე თეთრად გამთენებია და არასდროს არ დავცემულვარ და არ მიმათხოვრია. ვინაიდან თავმოყვარეობა ოდითგანვე მოსდევს ჩემს ოჯახს, გვარს, ჯიშს და ჯილაგს, ასევე მეც!

5)მე-9 წელია ამ სფეროში ვარ და ვერავინ იტყვის, რომ მე ვიღაცის ჩაძირვით მივახწიე რამეს ან არასწორი საქციელებით გავხდი ეგრედწოდებული "პოპულარული"

6) რაც შეეხება შენს მოსაზრებას, რომ თურმე ერთი ღამით მივედი ჩემი ძმის ნიკოლოზ გაბელიას ოჯახში, მაშინ როცა არ ვიცნობდი და დღემდე იქ ვცხოვრობ "ხალიავაზე" ცოტა მწყინს, რომ იუმორს სერიოზულად მოკლებული ხარ! კი დღემდე იქ ვცხოვრობ, მაგრამ არა ნაგლურად, არა თავხედურად!
არამედ ამ ოჯახის სახით არსებობს ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ იმ ადამიანებზე ვისაც გვერდში დგომა სჭირდებათ.
დიახ იმათი დიდი დამსახურებაა, რომ მე ჩემი პირადი გამაჩნია და მომავალს ვხედავ! ეს მათი სურვილი იყო და არა ჩემი ნაგლობა...

ია ჩემო კარგო კატეგორიულად მოვითხოვ მოუხადო ნიკოლოზ გაბელიას ოჯახს, ვინაიდან ჩემნაირი ბევრი სტუდენტი აღუზრდია მათ და არავის უცხოვრია იქ "ხალიავაზე" ასე რომ შენ თუ ერთობი, სხვა რამით გაერთე მაშინ როცა კარგად იცი გართობა!

p.s. უკაცრავად ყველასთან, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ის დეტალები დავწერე რაც ვიღაცას წუწუნი შეიძლება ეგონოს, მაგრამ მერწმუნეთ არ მიყვარს წუწუნი", - წერს ბიბინეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42