საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ლიტვის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხოცრიელდება - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 16:37, 07 Sep, 2015     511

„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ჩვენ ლიტვისგან ვიღებთ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რასაც ლიტვა და უშუალოდ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იჩენს საქართველოს მიმართ.

„იგი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მეგობარი. საქართველოს ახსოვს ბატონი ლინკევიჩიუსის მხარდამჭერი განცხადებები ყველაზე რთულ პერიოდში და იგი ნამდვილად არის საქართველოსთვის გამორჩეული მეგობარი და მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი მხარდაჭერისათვის“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განცხადებით ლიტვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმ უმთავრესი პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, მათ შორის არის ცალკეული პროექტები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო თანამშრომლობის მიმართულება, რაც გამოიხატება ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქმიანობაში ლიტვის აქტიური ჩართულობით.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით.

„ძალიან კარგია, რომ შევქმენით ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისია, რომლის პირველი სხდომაც გაიმართება ოქტომბერში და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ უფრო და უფრო მეტ ლიტველ ტურისტებს, ვიზიტორებს საქართველოში. ასევე უპრეცენდენტოდ მაღალი ზრდა გვქონდა სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებით - 30%-ზე მეტი 2014 წლის განმავლობაში. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება 2015 წლის 8 თვის მონაცემებით" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42