ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინადადებით მიმართავს კომერციულ ბანკებს, რომ მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს გადახედონ.
გიორგი ქადაგიძის თქმით, კერძო სექტორს ამის ვალდებულება არ აქვს, რომ მოქალაქეებს გარკვეული შეღავათები გაუწიოს და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ის ასევე მიმართავს ბანკებს, რომ პრობლემური სესხების შემთხვევაში ლოიალური მიდგომა გამოიჩინონ.
„ჩვენ მზად ვართ დღეს უკვე უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა მიმართულებით, თუ ამის საჭიროება დადგება. თუმცა, იმისათვის, რომ ბაზის მონაწილეებს ჰქონდეთ ნდობა ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება. ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ კომერციულ ბანკებს და მოთხოვონ მას სესხის რესტრუქტურიზაცია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






