„დაპირისპირება რომ იყოს ამის შესახებ ვერც გაიგებდით, ეს არის პიროვნული დამოკიდებულებები, რომელიც არც უნდა იყოს პრესისთვის დამალული. შეიძლება სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის , მაგრამ არც დახურული სჯობს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
კოლიციაში არსებულ დაპირისპირებას უარყოფს ირაკლი სესიაშვილიც, მისი თქმით პოლიტიკოსებს მოვლენებთან მიმართებაშ სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ, თუმცა ეს კოალიციის ერთობას ზიანს ვერ მიაყენებს.
„გარკვეულმა ეთიკურად არასწორმა გამონათქვამებმა, დეპუტატებს შორის უხერხულობა შექმნა, თუმცა ეს კოლიციის ერთობას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს. ხანდახან პოლიტიკოსებს მოვლენებთან მიმართებაში სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ, ეს ჩვეულებრივიო მოვლენაა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ეთიკურ ნორმების ზვარს არ უნდა გადავცდეთ“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






