ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი შეკითხვა დავუსვი და პასუხი ვერ მივიღე - შტეფან ფულე
პოლიტიკა - 16:28, 07 Sep, 2015     5996
ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებზე ისაუბრა. სტეფან ფულეს თქმით, მან სამი შეკითხვა დაუსვა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თუმცა მiსისივე თქმით კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

შტეფან ფულეს თქმით, პრობლემა არის ის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყველა წევრი დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს.

"მე სამი შეკითხვა დავუსვი ყოფილ პრემიერს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. საქართველოსთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყენაში ვსვამდი ამ შეკითხვებს: "სუნთქავთ თავისუფლად?", "გაქვთ სივრცე მუშაობისთვის?", ეს არის საუკეთესო გზა პროგრესის შეფასებისთვის. პრობლემა იმაში არ არის, რომ კითხვები მუდმივად ისმება, პრობლემა ისაა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს ისე ღიად და გულწრფელად, როგორც თქვენ (დავით უსუფაშვილს). ყოველთვის ვცდილობ ყურადღება გავამახვილო ამაზე. უნდა შეზღუდოთ თავის მართლება. თქვენი საქმეა, რომ წევრ ქვეყნებს გაუჭირდეთ, იპოვოს თქვენთან თავის მართლების შემთხვევები", - მიმართა დავით უსუფაშვილმს შტეფან ფულემ.

ყოფილი ევროკომისარის თქმით, როდესაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კანონზე მაღლა უნდა იდგას. მისი განარტებით თუ ადამიანი გასასამართლებელია ეს უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით.

"ბევრი გვილაპარაკია ბრიუსელშიც, სტრასბურგში, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ ფორმალურად ადამიანების გასამართლება, თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით. ჩვენ გამოვგზავნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომ მიეხედა ამ საქმეებისთვის, რომელიც დაგვეხმარა, ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთებულიყო. ეს არ ეხება პოლიტიკურ ლიდერობას და თქვენ საარჩევნო დაპირებას, ეს ეხება იმას, რომ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ევროპული სტარდატები და არა შევასუსტოთ", - განაცხადა შტეფან ფულემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42