განათლების მინისტრი გაფიცულ აბიტურიენტებს ურჩევს, პროფესიული განათლება მიიღონ. თამარ სანიკიძე მათთან შეხვედრაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია.
"არ არის ეს ტრაგედია და არ უნდა იყოს თვითმიზანი სტუდენტობა. თუ სტუდენტი თავისი 15 პრიორიტეტული არჩევანიდან ვერცერთზე ვერ მოხვდა, ხომ ჯობს მოვემზადოთ კარგად შემდეგისთვის. თუ ვინმე ამ კუთხით დაჩაგრულად გრძნობს თავს და ამბობს, რომ სისტემის ან რაიმე ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გახდა სტუდენტი, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ ჩავიხედოთ ყველა დეტალში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით აბიტურიენტები აქციებს განაგრძობენ. მათ წერილით უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრს. უმაღლეს სასაწავლებლებს მიღმა დარჩენილ აბიტურიენტები სასამართლოში სარჩელი შეტანას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






