"ხელისუფლების მომხრეებმა უფრო მრავალფეროვნად მაგინეს..." - დავით ზურაბიშვილი
სოც.მედია - 15:37, 07 Sep, 2015     1715

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი თამაზ მეჭიაურთან დაკავშირბებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ქალბატონებო და ბატონებო, ფრენდებო, ფოლოუერებო და სრულიად იუზერებო ფაცებუკისა.

2009 წლიდან ვარ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი. რა არ მინახავს და რას არ მოვსწრებივარ ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ისეთი აგრესია, რაც მივიღე ბ-ნ მეჭიაურის მიმართ გამოთქმული ირონიული სტატუსის გამო, ნამდვილად არ მახსოვს.

პრაქტიკულად ყველამ მაგინა.

ნაცმოძრაობის მომხრეებმა მაგინეს, მეჭიაური გულწრფელი მაინცაა, შენ კი კაი ბიჭობას თამაშობ, ხოლო სინამდვილეში ოლიგარქს მიყიდული უპრინციპო ქოცი ხარო.

ხელისუფლების მომხრეებმა უფრო მრავალფეროვნად მაგინეს.

კერძოდ იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური კაცია და სიმართლე თქვა, შენ კიდევ ამერიკის მონა, სოროსელი და ფარული ნაციონალი ხარო. აგრეთვე ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რა გააჭირეთ ამ გამოხტომებით საქმე, ან გადით კოალიციიდან ან დაყენდითო. და ბოლოს იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური შეიძლება ვერ ლაპარაკობს მთლად ციცერონივით, მაგრამ შენ უარესი ხარ, რახან აკრიტიკებ მტრის (ანუ ნაცების) გულის გასახარადო.

ერთადერთი, რაც სამივე ჯგუფს აერთიანებდა, იყო თეზისი, რომ ერთი ბიძინა არ ყოფილიყო, გნახავდით ამ სამპროცენტიან რესპუბლიკელებს ვინ გაღირსებდათ თანამდებობებსო. პრინციპში ამ მოსაზრებას ნაციონალებიც იზიარებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სახელს "ბიძინა" მათთვის ცალსახად უარყოფითი დატვირთვა აქვს.

ასევე მაგინეს ვიღაც გაურკვეველი პოლიტიკური სიმპატიის მქონე ტიპებმა, ძირითადად ლათინური შრიფტით რომ წერენ და თამაზ მეჭიაური ნუგზარ წიკლაურისგან ვერ გაურჩევიათ. ეჭვი მაქვს ლეიბორისტების ამომრჩევლები უნდა იყვნენ.

ე. წ. შუაშისტებს არ ვუგინებივარ (ამისთვის ისინი საკმაოდ კულტურულები არიან), თუმცა პატარა წკიპურტები მათგანაც წამოვიდა: შენ აქ ღლიცინებ და პარლამენტში კი შენიანები მეჭიაურთან ერთად ძლევენ პრეზიდენტის ვეტოსო.

მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც მაგინებელთა ასეთი სიმრავლე, რადგან პრინციპში არ ვარ მე აგრესიული ადამიანი და არც პიროვნული შეურაცხყოფა მჩვევია ვინმესი მისი პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, მაგრამ ფაქტია, მაგინეს. თან ბევრმა.

და მაინც, ქალბატონები და ბატონებო,

მიუხედავად ამისა, მაინც

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დარეგისტრირებიდან დღემდე იშვიათად მიმიღია იმდენი "ლაიქი", რამდენიც მივიღე ამ სტატუსის გამო.

და ესეც ფაქტია.

დასკვნა: ვინც ხმამაღლა ყვირის, ის ხშირად სულაც არაა უმრავლესობა“, - წერს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42