ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს.
როგორც ლინკევიჩიუსმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთი ქვეყანა ამას ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ეს ეჭვი თავად საქართველომ უნდა გააქარწყლოს.
„მჯერა, რომ საქართველო ჩვენი მაგალითებიდან ისწავლის. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა. თქვენ უკვე გაქვთ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მუშაობა. შეიძლება ზოგი ამას ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება და ეს არცთუ ისე კარგი მესიჯია. აუცილებელი არ არის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ. შეგიძლიათ, უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშავოთ", - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






