„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლემენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება ერთიანია და თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდება საზოგადოების უმრავლესობის აზრის გათვალისწინება, 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დადგება.
„ჩვენ კიდევ ვაძლევთ ხელისუფლებს შანსს, რომ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე წამოვიდეს, პარლამენტის ფორმატში უნდა შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი სადაც მოხერხდება პოზიციების შეჯერება. მაგრამ ხელისუფლებას თუ მყარად აქვს გადაწყვეტილი რომ 2016 წლის არჩევნების შედეგები გააყალბოს, ჩვენ მაშინ რადიკალურ ქმედებებზე გადავალთ, მაგრამ ეს ქმედებები იქნება პოლიტიკურ ჩარჩოებში.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის მიღწევა აუცილებალია.
„იქნება ყველა ბერკეტი გამოყენებული, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს საარჩევნო კოდექსი. თუ ეს ასე არ გამოვიდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.“- განაცხადა დავითაიამ.


მასალის გამოყენების პირობები






